
SIM ბარათისა და კვების ელემენტის ჩადება
მნიშვნელოვანია: ამ აპარატისთვის გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული
SIM ბარათი (იხ. ნახატი). არათავსებადი ბარათის გამოყენებით შეიძლება
დაზიანდეს როგორც მეხსიერების ბარათი ან აპარატი და დაზიანდეს ბარათზე
შენახული მონაცემები. გთხოვთ, მიმართოთ თქვენი მობილურის ოპერატორს,
mini-UICC ფორმატის მქონე SIM ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებით.
დასაწყისი
7

ამ ტელეფონისთვის გამოიყენება BL-4U კვების ელემენტი. ყოველთვის
გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური კვების ელემენტები.
SIM ბარათი და მასზე ჩაწერილი ინფორმაცია შეიძლება ადვილად დაზიანდეს
დაჩხაპნის ან გაღუნვის შემთხვევაში. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ ბარათის
გამოყენების, ჩასმის, ან ამოღების დროს.
1 ჩადეთ თითი ტელეფონის გვერდზე ჩაღრმავებაში, ფრთხილად ასწიეთ და
მოაცილეთ უკანა საფარი. თუ კვების ელემენტი დევს, ამოსწიეთ იგი.
2 ამოსწიეთ SIM ბარათის დამჭერი მის გასათავისუფლებლად და ამოიღეთ
იგი ფრჩხილით.
3 დარწმუნდით, რომ SIM ბარათის კონტაქტებიანი ზედაპირი სახით
ქვემოთაა და მოათავსეთ ბარათი მის დამჭერში. ჩააცურეთ ბარათის
დამჭერი და ჩაკეტეთ.
8
დასაწყისი

4 შეუსაბამეთ ერთმანეთს კვების ელემენტისა და მისი განყოფილების
კონტაქტების მდებარეობა და ჩასვით კვების ელემენტი. იმისათვის რომ
ისევ დაახუროთ უკანა საფარი, ბოლოზე გამოშვერილი ჩამკეტები
მიმართეთ შესაბამისი ჭრილებისკენ (1) და ჩაასრიალეთ საფარი, სანამ იგი
ჩაიკეტება თავის ადგილზე (2).