Nokia Asha 300 - ციფრული უფლებების მენეჯმენტის შესახებ

background image

ციფრული უფლებების მენეჯმენტის შესახებ
ამ მოწყობილობის გამოყენების დროს დაიცავით ყველა კანონი და პატივი ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს,

სხვების პირადულობასა და კანონიერ უფლებებს, საავტორო უფლების ჩათვლით. საავტორო უფლებების დაცვა

ხელს უშლის სურათების, მუსიკისა და სხვა შიგთავსის კოპირებას, შეცვლასა და გადაცემას.

შიგთავსის მფლობელებმა შეიძლება გამოიყენონ ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM) სხვადასხვა

ტექნოლოგიები, რომ დაიცვან თავიანთი ინტელექტუალური უფლებები, მათ შორის საავტორო უფლებები. ეს

მოწყობილობა იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ გახსნას DRM–ით დაცული

შინაარსი. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ გახსნათ შინაარსი, რომელიც დაცულია ტექნოლოგიით – WMDRM 10, OMA

DRM 1.0, OMA DRM 1.0 გადაგზავნის დაბლოკვა და OMA DRM 2.0. თუ რომელიმე DRM ვერ იცავს შინაარსს, შინაარსის

მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ასეთი DRM პროგრამული უზრუნველყოფის წვდომის შეწყვეტა ახალი DRM–ით

დაცულ შინაარსზე. უფლების შეწყვეტამ შეიძლება ასევე შეუშალოს ხელი თქვენს აპარატში უკვე არსებული DRM–

ით დაცული ამგვარი შინაარსის განახლებას. DRM პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შეწყვეტა არ

იქონიებს გავლენას სხვა ტიპის DRM–თი ან DRM–სგან განსხვავებული პროგრამით დაცული შინაარსის

გამოყენებაზე.

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს ლიცენზია, რაც განსაზღვრავს თქვენს უფლებას

ამ ელემენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით დაცული შინაარსი, ლიცენზიებისა და შინაარსის დასარეზერვებლად

გამოიყენეთ Nokia Suite-ის შესაბამისი ფუნქცია.

გადატანის სხვა მეთოდებით შეიძლება არ გადავიდეს ლიცენზიები, რომლის აღდგენაც დაგჭირდებათ შინაარსთან

ერთად, რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება მას შემდეგ, რაც დააფორმატებთ

მოწყობილობის მეხსიერებას. შესაძლოა, აგრეთვე დაგჭირდეთ ლიცენზიის აღდგენა, თუ მოწყობილობაში შენახული

ფაილები დაზიანდება.

თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული შინაარსი, მეხსიერების დაფორმატების შემთხვევაში დაკარგავთ

როგორც ლიცენზიებს, ასევე შინაარსს. ლიცენზიები და შინაარსი შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს

მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება. ლიცენზიების ან შინაარსის დაკარგვით შეიძლება ვეღარ შეძლოთ თქვენს

მოწყობილობაში მყოფი იმავე შინაარსის შეუზღუდავად გამოყენება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

თქვენი სერვისის პროვაიდერს.