Nokia Asha 300 - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები

PIN ან PIN2 კოდი
(4-8 ციფრი)

ეს იცავს თქვენს SIM ბარათს უნებართვო გამოყენებისგან,

ან საჭიროა ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად.
შეგიძლიათ ტელეფონში დააყენოთ PIN კოდის მოთხოვნა

ჩართვის დროს.
თუ კოდები არ მოჰყვა SIM ბარათს, ან თუ დაგავიწყდათ

კოდები, დაუკავშირდით მომსახურების მომწოდებელს.
თუ კოდს ზედიზედ სამჯერ აკრეფთ შეცდომით, ამ კოდის

განსაბლოკად დაგჭირდებათ PUK ან PUK2 კოდი.

PUK ან PUK2 კოდი
(8 ციფრი)

ეს საჭიროა PIN ან PIN2 კოდის განსაბლოკად.

ჩართეთ

13

background image

თუ კოდები არ მოჰყვა SIM ბარათს, დაუკავშირდით

მომსახურების მომწოდებელს.

IMEI ნომერი

(15 ციფრი)

ეს გამოიყენება ქსელში ქმედითი ტელეფონების

იდენტიფიკაციისთვის. ამ ნომრის გამოყენება ასევე

შეიძლება, მაგალითად, მოპარული ტელეფონების

დასაბლოკად.შესაძლოა, ნომრის მიცემა ასევე

დაგჭირდეთ Nokia Care სერვისებისთვის.
თუ გსურთ ნახოთ თქვენი IMEI ნომერი, აკრიფეთ *#06#.

დაბლოკვის კოდი

(უსაფრთხოების

კოდი)
(მინიმუმ 5 ციფრი)

ეს გეხმარებათ დაიცვათ ტელეფონი უნებართვო

გამოყენებისგან.
შეგიძლიათ ტელეფონში დააყენოთ თქვენს მიერ

მითითებული დაბლოკივის კოდის მოთხოვნა.

ნაგულისხმევი დაბლოკვის კოდია 12345.

შეინახეთ კოდი საიდუმლოდ და ტელეფონისგან

მოშორებით.
თუ კოდი დაგავიწყდათ და ტელეფონი დაბლოკილია,

ტელეფონი მომსახურების ცენტრში უნდა მიიტანოთ.

შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი საფასურის გადახდა

და შესაძლებელია თქვენს ტელეფონში შენახული პირადი

მონაცემები წაიშალოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Nokia

Care პუნქტს ან ტელეფონის დილერს.